LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო გელაშვილი: „როცა მეგონა, რომ ყველაფერი დავამთავრე…“

2478
nato-gelashvili-nws2020sw

სექტემბერში ნატო გელაშვილის 30-წლიან შემოქმედებით ცხოვრებას თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შეაჯამებენ, კონცერტის ემდეგ კი საქართველოს კულტურის პალატა მისი სახელობის ვარსკვლავს გახსნის. ამის შესახებ 4 მარტს დათო ოქიტაშვილმა განაცხადა.

ნატო გელაშვილმა ვარსკვლავთან დაკავშირებით უკვე უამრავი მილოცვა მიიღო და თავადაც დაწერო მადლობის წერილი მსმენელის მიმართ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ჩემო ძვირფასებო, მოგმართავთ ყველას გუშინდელ დაანონსებულ ჩემი ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით. მინდა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ მადლობა გითხრათ ყველას, ჩემს ხალხს, უპირველესად ასეთი დაფასებისა და სიყვარულისათვის. რომ მანებივრებთ თქვენი სიყვარულით ამდენი წელი. როცა მეგონა, რომ ყველაფერი დავამთავრე სწორედ მაშინ, ადამიანების, მსმენელის სიყვარული გახდა ლაიტმოტივი ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისისა…

მადლობა თქვენ ყველას. ჩემი ვარსკვლავის გახსნა ეს დამსახურებულად თქვენი დიდი ლომის წილია და ჩემი თქვენდამი სიყვარულისა და მოფერების ავტოგრაფს მთელი არსებითა და მთელი გულით ამ დღეს ვუტოვებ ჩემს ქვეყანას, ჩემს ხალხს, ჩემს მსენელს, იმ ადამიანებს, ვინც მანებივრეთ ამდენი წელი თქვენი სიყვარულით. მადლობა ყველას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები