დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით საქართველოში სულ ჩატარებულია 2 536 824 აცრა.
მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბუსტერ დოზა კი გაკეთებული აქვს 79 671 ადამიანს.
„6 იანვარის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 536 824 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 294 533 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 45.1%,
სრულად ვაქცინირებულია 1 161 155 ადამიანი – >18 ასაკის მოსახლეობის 40.4%,
ბუსტერ დოზა გაკეთებული აქვს 79 671 ადამიანს.
5 იანვარს აიცრა 7 867 ადამიანი“. – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
