LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თემურ მიქელაძე: არასოდეს უნდა გადავუდოთ რაიმე ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტს ვაქცინაცია, ვაქცინა არაფერს ავნებს

131
თემურ მიქელაძე

პედიატრი თემურ მიქელაძე მოსახლეობას ბუსტერ-დოზით აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, აცრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რისკ-ჯგუფებისთვისაა და ვაქცინა მათ არაფერს ავნებს.

„ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს განსაკუთრებული რისკ-ჯგუფის პაციენტები და 50 წელს გადაცილებული პაციენტი იყვნენ სამჯერ აცრილები.

ევროპასა და იგივე იაპონიაში 75-80% აცრილია და, შესაბამისად, სიკვდილიანობა პრაქტიკულად არ არის. არასოდეს უნდა გადავუდოთ რაიმე ქრონიკული პათოლოგიის მქონე პაციენტს ვაქცინაცია. ვაქცინა არაფერს ავნებს.

ამიტომ, სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფები უნდა იყვნენ აცრილები, მათ შორის რისკ-ჯგუფებში შემავალი ბავშვები.

მთავარია, ეს ფენები გადავარჩინოთ და სწორედ მათთვის არის აუცილებელი ბუსტერ-დოზებით ვაქცინაცია“, – განაცხადა თემურ მიქელაძემ „იმედის“ ეთერში.

მინდა გაგიზიაროთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დაკვირვება კლინიკური პრაქტიკიდან – რა რჩევებს გვაძლევს ნანა გეგეჭკორი “ომიკრონთან” დაკავშირებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები