LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NCDC-ის თანამშრომელი კორონავირუსით დაიღუპა

115
gardacvlili

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი. თამარ ფილაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ცენტრი ავრცელებს.

„დიდი დანაკლისი განიცადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა.

კოვიდით დაინფიცირდა და ინფექციით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა სამედიცინო სტატისტიკის დეპარტამენტის თანამშრომელი თამარ ფილაური.

თამარ ფილაურმა ნახევარ საუკუნეზე მეტი გაატარა ჯანდაცვის სტატისტიკის სამსახურში. ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებაზე.

ქალბატონი თამარი გამოირჩეოდა საქმის მიმართ მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით. იყო კოლეგებზე, მეგობრებზე, გარშემომყოფებზე განსაკუთრებით მზრუნველი პიროვნება. ყოველთვის პოზიტიური, თბილი, ყურადღებიანი, სითბოს არ იშურებდა თითოეული ჩვენგანის მიმართ.
ის მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“. – ვკითხულობთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები