LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

NDI-ის გამოკითხულთა 27% მიიჩნევს, რომ ქვეყანაში განათლების სისტემის ყველაზე დიდი პრობლემა ონლაინსწავლებაა

73
ონლაინსწავლება

რა არის ამჟამად ქვეყანაში განათლების სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემა – ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ამ შეკითხვაზე გამოკითხულთა 27% ონლაინსწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეები დაასახელა.

16% მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციას აღნიშნავს, ხოლო 11% ფიქრობს, რომ განათლების სისტემაში პრობლემები არ არის.

აღნიშნული კვლევა 13-25 ივლისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,016 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.3 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ფინანსდება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ. კვლევებს ატარებს CRRC საქართველო.

ეკონომიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა კვლავ მთავარი პრიორიტეტებია, ქვეყნის მმართველობის მიმართ ნდობა კლებულობს: NDI-ის კვლევა

პარლამენტის მიმართ ყველაზე კრიტიკული თბილისია – 55 % ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ორგანო მათთვის მნიშვნელოვან კანონებს არ იღებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g