დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უვადო შიმშილობას აცხადებს.
„მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას. ეს არის რეაქცია იმაზე, თუ როგორ გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩვენს ხალხს“ . – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მისი მხარდამჭერები სოციალურ ქსელში აფასებენ:
„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
„ხელისუფლებავ თუ ვერ ხვდებით, რომ ციხეში რომ რაიმე დაემართოს მესამე პრეზიდენტს, ეს თქვენ დასამარდებით, თქვენს სუსტ გონებრივ შესაძლებლობებზე მიუთითებს!!!!!
სახლებიდან გამოგათრევთ ხალხი!!!!!!!“ – წერს თაკო ჩარკვიანი.
მაია ორჯონიკიძე (მან„ ნაციონალური მოძრაობა“ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიასთან დაპირისპირების გამო დატოვა)
„რისიც მეშინოდა, ის გამოაცხადა ამ წუთს სააკაშვილმა, უვადო შიმშილობა“. მიშას, რომ რამე მოუვიდეს ისტორიაში იუდას სახელით შეხვალ ნიკანორ მელია“. – დაწერა მაია ორჯონიკიძემ.
მისი სტატუსის კომენტარებში ბევრი სთხოვს ყოფილ პრეზიდენტს, შეცვალოს გადაწყვეტილება:
„ვაიმე, ეს არ გამეგო, არა მიშა რა, ერთადერთი იმედი ხარ, გვჭირდება ცოცხალი და ჯანმრთელი, გთხოვ პრეზიდენტო, ამას ნუ იზამ“!!
„სამაგიეროდ, ჩამომყვანი გუბაზი და თაკო ხომ არიან მადაზე“?
„ნეტავ მოვკვდე და ეგ არ გამეგო“. – ვკითხულობთ სტატუსის კომენტარებში.
თავად ნიკა მელია კი ამბობს, რომ სააკაშვილისთვის მეორედ შიმშილობა სიკვდილის ტოლფასი იქნება.
„ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი:
ეს აწყობს სააკაშვილს, რომელიც გამწარებული იბრძვის, რომ მისი ერთპიროვნული დომინაციის გარეშე არანაირი ცვლილება არ დაუშვას.
ხალხი ვერ გაყავს!
და თურმე სააკაშვილს კი არ აქვს დიდი პრობლემა, ეს ყველაგერი გარეთ მყოფიოპოზიციის პრობლემა ყოფილა.
სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის