LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე – შიმშილობა მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა: მელია სააკაშვილზე

210
Untitled design - 2022-02-21T165456.082

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმეორედ უვადო შიმშილობის დაწყება მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის სახიფათოა.

მელიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილთან ციხეში ექიმს შეუშვებენ.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ საუბარია არა პატიმარზე, არამედ მძევალსა და ტყვეზე. რატომ ვუწოდებ მიხეილ სააკაშვილს ტყვეს და არა პატიმარს? ტყვე ხარ, როდესაც 4 კედელში ხარ გამოკეტილი ერთი ადამიანის ნება-სურვილსა და „ხუშტურზე“. ტყვე ხარ, როდესაც სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა არ გეძლევა. ტყვე ხარ, როდესაც კუთვნილი უფლებების რეალიზების შესაძლებლობა არ გეძლევა. მაგალითისთვის, სატელეფონო ზარების განხორციელება და უამრავი სხვადასხვა უფლება, რაც პატიმარს აქვს.

მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნა და უკიდურეს ზომაზე წასვლა დღეს ხელმეორედ, მას შემდეგ, რაც მან 50 დღე იშიმშილა და პრაქტიკულად, ფატალურად დაასრულა შიმშილობის უმძიმესი აქტი, რა თქმა უნდა, მისი სიცოცხლისთვის სერიოზულ საფრთხეს შეიცავს. მოთხოვნა არის ძალიან ჰუმანური და სამართლიანი, შეუშვან მასთან კვალიფიციური, პროფესიონალი სამედიცინო სამსახურის წარმომადგენელი. ის, რასაც საზოგადოება უკვე თვეების განმავლობაში ითხოვს. მინდა იმედი მქონდეს, რომ მასთან დაწესებულებაში ექიმი დაშვებული იქნება, რომელიც მას სჭირდება იმისთვის, რომ მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაცული იყოს“,- განაცხადა მელიამ.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. როგორც სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა, მისი შიმშილობა “იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე”.

სააკაშვილი: ის რაც ჩემ მიმართ ხდება, არის ჩვეულებრივ დაგეგმილი პროცესი ინვალიდიზაციის და მკვლელობის

“დღეს გავიგე რამდენიმე ამბავი, თამთა დემურიშვილი იხსნება თანამდებობიდან, აკრძალეს საკანში ექიმის შემოსვლა…” – სააკაშვილი

magti 5g