LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიამორი ფშავ-ხევსურეთიდან და მურა დათვი კინტრიშიდან – ფოტოხაფანგის უნიკალური კადრები (ფოტოები)

826
84391797-619726095509706-7586009179383398400-n

საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო განაგრძობს საზოგადოებისთვის ჩვენი ქვეყნის ეროვნული პარკების გაცნობას და იქ არსებული ბინადრების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას. ამჯერად სააგენტო ნიამორისა და მურა დათვის უნიკალურ ფოტოებს გვთავაზობს.

„ნიამორი შინაური თხის წინაპარია და სხვა ჩლიქოსნებისგან კლდეზე ცოცვის საოცრად განვითარებული უნარით გამოირჩევა. იქ, სადაც ნიამორი ბუდობს, ცხოვრება მთის სხვა ჩლიქოსნებისთვისაც კი ძნელია.ეს კადრი ფშავ-ხევსურეთის ეროვნულ პარკში ფოტოხაფანგმა აღბეჭდა.

ნიამორი (Capra aegagrus Linnaeus) საქართველოს მოქმედ “წითელ ნუსხაში” გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მყოფის სტატუსით შედის“, – აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

რაც შეეხება მურა დათვს კინტრიშის დაცული ტერიტორიებიდან, ის ზამთარს ძილში ატარებს, თუმცა თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, 4-6 თვე გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები