ნიგერიაში, ზამფარას შტატში სკოლიდან 300 გოგონა გაიტაცეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიარაღებული ბანდები გამოსასყიდის მოთხოვნით სკოლებიდან ბავშვებს ხშირად იტაცებენ.
ნიგერიის პრეზიდენტი მუჰამედუ ბუჰარიმ ადამიანების გატაცების ფაქტს გმობს და სამართალდამცავ უწყებებს მძევლების უსაფრთხო დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
“ადმინისტრაცია არ დაემორჩილება ბანდიტებს, რომლებიც უდანაშაულო სკოლის მოსწავლეებს იტაცებენ და გამოსასყიდად უზარმაზარ თანხებს ასახელებენ,” – განაცხადა ნიგერიის პრეზიდენტმა.
გასულ კვირას, ნიგერიის ერთ-ერთ სკოლას დაუდგენელი შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს და 42 ადამიანი, მათ შორის 27 მოსწავლე, გაიტაცეს. თავდასხმას ერთი მოსწავლის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის ინფორმაციით, გატაცებულები ჯერჯერობით არ გაუთავისუფლებიათ. გასული წლის დეკემბერში კი ათობით შეიარაღებულმა პირმა ნიგერიის ქალაქ კანკარაში მდებარე სკოლიდან 344 მოსწავლე გაიტაცეს. გატაცებულები 6 დღის შემდეგ გაათავისუფლეს.