LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა

1428
Untitled (14)

„რუსთავი 2“-ის გადაცემა „პოსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ თავისი გადაცემა რუსულ ენაზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გინებით დაიწყო. მან თავის მიმართვაში ასევე გინებით მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის გარდაცვლილი მშობლებიც.

გიორგი გაბუნიას მონოლოგს ეხმაურება ნიკა გვარამია. „რუსთავი 2″-ის დირექტორი ემიჯნება მის ეთერში მომხდარ ფაქტს და ამბობს, რომ რადიკალური შეფასება გულისამრევ ბილწისტყვაობას არ გულისხმობს.

„იმის გამო, რაც გიორგი გაბუნიამ თავის საავტორო გადაცემაში, ტექსტში თქვა, ამის შემდეგ მე ვფიქრობ, რომ საჭიროა არხის სახელით ახსნა განმარტებების გაკეთება… ვიდრე აქცენტებში დავაფიქსირებ აქაც აუცილებლად მინდა გითხრათ, არ ვაპირებ პუტინის გინების გამო ბოდიშის მოხდას, ვიზიარებ პათოსს, ზოგადად, მაგრამ მიმაჩნია, რომ მშვენივრად შეიძლებოდა ამ დამოკიდებულების ჩატევა ორ სიტყვაში, რომელიც ჩვენი აქციის წევრები ამ დღეების განმავლობაში გააკეთეს – და იმღერეს „პუტინ ხუილო“…

კიდევ ერთხელ, რა თქმა უნდა, მიუღებელია ამგვარი ფორმით თვითგამოხატვა, ეს არ არის არხის დამოკიდებულება. მიუხედავად იმისა, რომ ეს გაბუნიას საავტორო პოზიციაა, არხი მაინც გამოთქვამს თავის უკმაყოფილებას ამგვარი ფორმით აზრის მოწოდებაზე და არ იწონებს ამგვარ განცხადებებს. რადიკალური შეფასება არ გულისხმობს გულისამრევ ბილწისტყვაობას და ეს არ არის დასაშვები“.- ამბობს ნიკა გვარამია

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/videos/1279201325581524/

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g