LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია არის იდეალისტი პოლიტიკოსი და მან მუხლზე უნდა გადაიმტვრიოს “ქოცური” სამართალი: დავით ნებიერიძე

280
BeFunky-collage (1)

“ნიკა მელია არის იდეალისტი პოლიტიკოსი და მან მუხლზე უნდა გადაიმტვრიოს თქვენი სამართალი, ქოცური სამართალი”, – ასე მიმართა არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი არჩევნების” წარმომადგენელმა დავით ნებიერიძემ სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელს ვლადიმერ ბოჟაძეს “რუსთავი2”-ის ეთერში, სადაც მათ შორის დებატები გაიმართა.

მისი შეფასებით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები პოლიტიკური ტერორი და ადამიანებით ვაჭრობაა.

ვლადიმერ ბოჟაძემ კითხა – რატომ არ გადაიხადა ნიკა მელიამ  გირაო? მისი განცხადებით, არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ რევოლუციას ვერ მიაღწია და სწორედ ამის შემდეგ გახდა პრინციპული საკითხი ნიკა მელიას გირაოს არ გადახდა, რაც მისი თქმით იყო გეგმის ნაწილი, რომ სახელმწიფო ერთი მხრივ იძულებული გამხდარიყო ეს ნაბიჯი გადაედგა, რაც გადადგა და ასეთ დროს მომხდარიყო კიდევ უფრო მეტი დაძაბულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსი.

შეგახსენებთ, დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები