LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: იესო ქრის­ტე რომ მო­მევ­ლი­ნოს და მი­თხრას, „ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მარ­თავსო, არ და­ვი­ჯე­რებ

193
Untitled design

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილ თავმჯდომარეს ნიკა მელიას „არ სჯერა, რომ „ნაციონალურ მოძრობას“ დღეს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მარ­თავს“.

მისი განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩატარებული არჩევნების შემდეგ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალ მენეჯმენტს, პარ­ტი­ის ხლე­ჩის, ნგრე­ვის და პარ­ტი­ი­დან წევ­რე­ბის გა­რი­ცხვის გარ­და არაფერი უკეთებია.

კი­თხვა­ზე აპი­რებს თუ არა ის პარ­ტი­ი­დან გას­ვლას, მე­ლი­ამ აღ­ნიშ­ნა, რომ რამ­დე­ნა­დაც პა­რა­დოქ­სუ­ლი არ უნდა იყოს, თუ დღეს ვინ­მე გა­სუ­ლი და და­შო­რე­ბუ­ლია „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან“, ეს სწო­რედ დღე­ვან­დე­ლი მე­ნე­ჯმენ­ტია.

დღეს პარ­ტია არის, სამ­წუ­ხა­როდ, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში 5 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ, რაც ამ პარ­ტი­ის მე­ნე­ჯმენ­ტმა პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭო, და­ახ­ლო­ე­ბით 80 ადა­მი­ა­ნის სა­ხით, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ყა­რა პარ­ტი­ი­დან. აქ არაა სა­უ­ბა­რი პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩევ­ნებ­ზე, მე გა­მო­ვე­დი და მი­ვუ­ლო­ცე მათ და და­ი­ხუ­რა ეს მძი­მე ფურ­ცე­ლი. ამის შემ­დეგ, დღემ­დე, პარ­ტი­ის ხლე­ჩის, ნგრე­ვის, პარ­ტი­ი­დან წევ­რე­ბის გა­რი­ცხვის გარ­და, ამ მე­ნე­ჯმენტს არა­ფე­რი უკე­თე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, დღეს არის ეს მო­ცე­მუ­ლო­ბა. ერ­თო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი სა­დღეგ­რძე­ლოს სა­ხით, არ არის საკ­მა­რი­სი. რო­დე­საც კე­დე­ლი ჩა­მონ­გრე­უ­ლია, კე­დე­ლი უნდა აა­შე­ნო და არა და­მა­ლო ეს კონ­კრე­ტუ­ლი კე­დე­ლი. ამი­ტომ, მი­მაჩ­ნია, რომ შე­ფა­სე­ბე­ბი, რაც ჩემ მიერ კეთ­დე­ბო­და ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, რა თქმა უნდა, ძა­ლა­ში რჩე­ბა და მე ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბა, რომ პარ­ტი­ა­ში დღეს არის მძი­მე ვი­თა­რე­ბა და თუ ეს ვი­თა­რე­ბა გვინ­და, რომ გა­მოს­წორ­დეს, მე­ნე­ჯმენ­ტმა უნდა აღი­ა­როს შეც­დო­მე­ბი და შეც­დო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ, ხდე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა. შენ თუ შეც­დო­მას არ აღი­ა­რებ, ბუ­ნებ­რი­ვია, შეც­დო­მას ვერ გა­მო­ას­წო­რებ.

თუ „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან“ გას­ვლა­ზე მა­ინც და მა­ინც აპე­ლი­რებთ, „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბას“ იდე­უ­რად და­შორ­და უამ­რა­ვი ის ადა­მი­ა­ნი, ვინც დღეს არის პარ­ტი­ულ მე­ნე­ჯმენ­ტში, სამ­წუ­ხა­როდ. პარ­ტია არ არის მხო­ლოდ სა­არ­ჩევ­ნო ნო­მე­რი, ლოგო. ეს არის ღი­რე­ბუ­ლე­ბა, არის ფა­სე­უ­ლო­ბა, არის იდეა და ამ ყვე­ლა­ფერს თუ ვინ­მე და­შორ­და და თუ ვინ­მემ და­ტო­ვა პარ­ტია, რაც არ უნდა პა­რა­დოქ­სუ­ლად ჟღერ­დეს, ამ პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა. თუკი ვინ­მე ფიქ­რობს, რომ ამ პარ­ტი­ას მარ­თავს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი, წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო მათ ამ მო­საზ­რე­ბა­ში, უბ­რა­ლოდ მე მირ­ჩევ­ნია დავ­რჩე ჩემს სი­მარ­თლეს­თან და ამ პო­ზი­ცი­ა­ზე, იმი­ტომ, რომ ეს ასე არის და ასე მჯე­რა. იესო ქრის­ტე რო, მო­მევ­ლი­ნოს და მი­თხრას, რომ პარ­ტი­ას დღეს ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი მარ­თავს, არ და­ვი­ჯე­რებ, იმი­ტომ, რომ ეს სი­მარ­თლე არ არის“, – გა­ნა­ცხა­და მე­ლი­ამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g