LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია – პროკურატურის წარმომადგენელი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით მოგვითხრობს ერთი და იგივე ამბავს

133
nika-melia

პროკურატურის პრესკონფერენცია იყო არასერიოზული, რომელიც ნათლად ადასტურებს, რომ პროკურატურას ის პროპაგანდა დაემსხვრა, რომლითაც თავს იწონებდა, ვიდრე ვიდეომასალას გავავრცელებდით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პროპაგანდა პროკურატურის არის დანგრეული, თითქოს დარბევა იმიტომ დაიწყო, რომ არსებობდა მყისიერი საფრთხე პარლამენტში შევარდნის, ვიდეომასალაში საზოგადოებამ სხვა რამ იხილა.

„მთელი ამ 24 დღის განმავლობაში, პროკურატურის ერთი და იგივე წარმომადგენელი, ძილის წინ ზღაპრის წაკითხვის მანერით გვიკითხავს ერთი და იგივე ამბავს. უბრალოდ პროკურატურას ჩამოენგრა მთელი ის პროპაგანდა, რომელსაც იგი ეწეოდა, ვიდრე ჩემი კადრები გავრცელდებოდა. მათი პროპაგანდა გულისხმობდა, რომ დარბევა და დევნა დილის 6 საათამდე, თვალების ამოთხრა, სისხლი იმიტომ დაიღვარა, რომ თურმე დადგა მყისიერი საფრთხე პარლამენტის შენობაში შეჭრის მომიტინგეების. თუმცა ამის საპირისპირო დაადასტურა ჩემს მიერ გავრცელებულმა უწყვეტმა ვიდეო მასალამ, სადაც ნათლად ჩანს, რომ იმ დროს როდესაც ჩვენ შევდიოდით მოსალაპარაკებლად ბახტაძე-გახარიასთან, მათივე ინიციატივით, არანაირი შეხლა-შემოხლა არ იყო პოლიციის კორდონის ირგვლივაც კი. ყველანი იყვნენ მოლაპარაკებაზე შესვლისა და იქიდან ჩვენი გამოსვლის მოლოდინში, რა დროსაც დაიწყო ის, რაც დაიწყო. ამ ყველაფერმა ჩამოანგრია „ქართული ოცნების“ პროპაგანდა, რომლის სათავეში დგას ისრაელში დაქირავებული პიარ-ტექნოლოგი. მთელი სამი დღე დასჭირდა პროკურატურას, რომ რაიმე სახის პასუხი გაეცა ჩემთვის და ვიხილეთ დღევანდელი პასუხი, რომლიც იყო საუბარი საუბრისთვის“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დღეს განაცხადეს, რომ დაცვის მხარის მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებული ვიდეომასალა რეალურად არის ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების განსხვავებული, დაცვის მხარისთვის სასარგებლო ინტერპრეტაცია და წარმოადგენს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები