LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ

187
melia

“ვფიქრობ, ეს ათდღიანი, საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში არ ჩაივლის უკვალოდ, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას. ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ. მელიას თქმით, ვაშინგტონში პარტიის წარმომადგენლებს ათი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი და სასარგებლო შეხვედრები აქვთ დაგეგმილი.

„ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, იქნება ეს კონგრესი, სენატი, უშიშროების საბჭო თუ სახელმწიფო დეპარტამენტი. ამის გარდა, იქნება ძალიან ბევრი შეხვედრა ყველა იმ ადამიანთან თუ ორგანიზაციასთან, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის, როგორც ეკონომიკური, ასევე საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

აქედან გამომდინარე, ვარ ძალიან მაღალი მოლოდინით და ვფიქრობ, ეს ათდღიანი, საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში არ ჩაივლის უკვალოდ, ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას, კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასოდეს, მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები