LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაია კალანდია დაიჭირეს, სპონტანურ აქციაზე, ტელევიზორში ნანახის გამო აღშფოთების გამოხატვისთვის“ – რას წერს ნიკა მელია პარტია „ახალის“ წევრზე

250
ნიკა მელია

პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, ზუგდიდში, მათი პარტიის წევრი, მაია კალანდია დააკავეს.

ნიკა მელია სოციალურ ქსელში დაკავების ამსახველ კადრებს ავრცელებს და წერს:

„გუშინ, სანამ თბილისში რუსული რეჟიმის მართული ძალოვნები ხალხს სასტიკად უსწორდებოდნენ, ზუგდიდში მაია კალანდია დაიჭირეს, სპონტანურ აქციაზე, ტელევიზორში ნანახის გამო აღშფოთების გამოხატვისთვის.

მაიას რომ დაიჭერ ახლა, არა, დაგაგვიანდათ, 1989 წელს უნდა დაგეჭირათ კარგად, ეგებ დამოუკიდებლობა არ მოსულიყო და დღევანდელი რუსთაველის თაობები არ გამოეზარდათ“, – წერს ნიკა მელია სოციალურ ქსელში.

„ფორტუნა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს.

გუშინ, სანამ თბილისში, რუსული რეჟიმის მართული ძალოვნები ხალხს სასტიკად უსწორდებოდნენ , ზუგდიდში Maia Kalandiaდაიჭირეს, სპონტანურ აქციაზე, ტელევიზორში ნანახის გამო აღშფოთების გამოხატვისთვის. მაიას რომ დაიჭერ 😊🙈, ახლა არა, დაგაგვიანდათ, 1989 წელს უნდა დაგეჭირათ კარგად, ეგებ დამოუკიდებლობა არ მოსულიყო, და დღევანდელი რუსთაველის თაობები არ გამოეზარდათ.

Posted by Nika Melia on ოთხშაბათი, 01 მაისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები