LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელიას დაკავება დემოკრატიის კრიზისი და კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია: ლორა თორნტონი

154
BeFunky-collage (34)

NDI-ის საქართველოს ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი, ლორა თორნტონი, საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას Twitter-ზე ეხმაურება.

„საქართველოს მთავრობის ქმედება, რომელიც ნიკა მელიას წინააღმდეგ განხორციელდა, დემოკრატიის კრიზისი და კრემლისთვის უზარმაზარი საჩუქარია. მათ შეუძლიათ, უკანა რიგებში ისხდნენ დაითვალონ დანაზოგები ახლა არასაჭირო ჰიბრიდული ომის ბიუჯეტიდან,“ – წერს ლორა თორნტონი.

შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიას დაკავებას ამერიკელი დიპლომატი, მაიკლ კარპენტერიც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევა სამწუხაროა.

საქართველოს რესპუბლიკაში ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინის დარბევით ძალიან სამწუხარო მოვლენები ხდება:მაიკლ კარპენტერი

სამართალდამცველებმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვალს დააკავეს. მანამდე კი, სპეცრაზმმა ენმ-ს ოფისში ე.წ წიწაკის გაზი გაუშვეს, რასაც შემდგომ ნიკა მელიას დაკავება მოჰყვა. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სამართალდამცველების მობილიზება, დილის 7:00 საათიდან დაიწყო.

როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით?! – ნინო ბურჯანაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები