LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით?! – ნინო ბურჯანაძე

90
burjanadze nineliiiiiii

სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით ყველასთან ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს. – ამის შესახებ, ”ერთიანი საქართველოს” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით?!

”ბიძინა ივანიშვილს საკუთარ ფულებს თუ გაუყინავენ, ეს რატომ იქნება ქვეყნისთვის დამაზიანებელი? რაც ხელისუფლებაშია, ქვეყნისთვის მას დიდად არც მოუხმარებია თავისი პირადი ფინანსები. თავად ხელისუფლების გადასაწყვეტია, ამ სანქციებზე წავიდეს, თუ არა. ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ სანქციები არ იყოს. არც არავინ დააწესებს სანქციებს იმ ვითარებაში, თუ კარგად მოიქცევა ხელისუფლება. მოიქცეს კარგად და არავინ სანქციას არ დაუწესებს. კატეგორიულად ვერ წარმომიდგენია, იმ ფონზე, როდესაც რუსეთს სანქციებს უწესებენ ნავალნის დაკავებასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებას არ დაუწესდეს სანქციები ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით? რა გამოდის, რუსები ჩვენზე მეტად დემოკრატიული ქვეყანაა? არ მგონია, ასეთი სელექცია სწორი იყოს. მიდგომა უნდა იყოს თანასწორი, როცა აპატიმრებენ პოლიტიკურ ლიდერს, როცა ეს დაპატიმრება არ არის სწორი და კითხვები ჩნდება პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით, ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა უნდა იყოს”. აღნიშნა ბურჯანაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g