LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკო ლომაშვილის გამოფენა იხსნება

611
niko lomashvili

საქართველოს ეროვნული მუზეუმი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში  წარმოგიდგენთ ნიკო ლომაშვილის ნამუშევრების გამოფენას „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე“. საგამოფენო პროექტი ავტორის მიერ ბოლო 12 წლის განმავლობაში შექმნილ ნამუშევრებს აერთიანებს და ახალი მნიშვნელობების ძიებას ეძღვნება.

სახელწოდება „დაახლოებით ერთ სიმაღლეზე“ აღნიშნავს მხატვრის სპეციფიკურ მიდგომას საკუთარი ნამუშევრებისადმი: ვიზუალურ და კონცეპტუალურ სტრუქტურაში ყველა თანასწორუფლებიანია, თუმცა ყოველ მათგანს განსაკუთრებული როლი აქვს და სხვადასხვა კუთხიდან მიუთითებს იმ ქვეცნობიერ დინამიკაზე, რომლის ფიზიკურ განსახიერებასაც გამოფენაზე ნაჩვენები 7 სკულპტურა წარმოადგენს.

„დაახლოებით ერთ სიმაღლეზე” მხატვრის ესთეტიკური ძიებების მანიფესტაციაა, სადაც მორალურ-ეთიკური, სოციალურ­პოლიტიკური თუ ფილოსოფიური კონტექსტი თითქოს უკანა პლანზეა. როგორც მხატვარი ამბობს: „გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სერიიდან აღებული თითო ნამუშევარი, რომელიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში იქმნებოდა და სადაც აქცენტი ფუნქციიდან საგნის ტრანსცენდეტურობასა და მეტაფიზიკურობაზეა გადატანილი“.

გამოფენის კურატორი მაგდა გურული.

გამოფენის გახსნა: 28 ნოემბერი | 18:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 28 ნოემბერი – 10 დეკემბერი,

2019

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g