LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკოლოზ სამხარაძე: ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის მედიის ეპიცენტრშია, შემთხვევითი არ არის, რადგან საქართველოს როლი და ფუნქცია მსოფლიო ასპარეზზე იზრდება

369
fot (1)

„ის რომ ღარიბაშვილის ვიზიტს წამყვანი ჩინური მედიასაშუალებები აშუქებენ, რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის. საქართველოს როლი და ფუნქცია იზრდება მსოფლიო ასპარეზზე,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

აღნიშნულის შესახებ სამხარაძემ „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ჩვენმა ქვეყანამ აჩვენა თავის პარტნიორებს, რომ ეს არის პასუხისმგებლობიანი ქვეყანა და ეს არის ქვეყანა, რომელიც რა თქმა უნდა მომართულია საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, თუმცა, ასევე ეს არის ქვეყანა, რომელიც ასრულებს იმ პასუხისმგებლობებსა და საკონტრაქტო ვალდებულებებს, რომელიც საქართველოს სხვადასხვა პარტნიორთან აქვს აღებული. ჩვენი ქვეყნის მიმართ ნდობა, არა მხოლოდ ჩვენს სამეზობლოში, ვგულისხმობ ჩვენს უშუალო მეზობლებს – სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთსა და ევროპულ ქვეყნებს, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაზრდილია და სწორედ ეს განაპირობებს იმ მაღალი დონის შეხვედრებს, ინტერესს საქართველოს მიმართ, რომელიც დღეს გვაქვს და შემთხვევითი არ არის, რომ სულ ცოტა ხნის წინ ჩვენთან იმყოფებოდნენ ცენტრალური აზიის ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, ახლა ჩვენი პრემიერ-მინისტრი იმყოფება პეკინში. რა თქმა უნდა საქართველომ ეს თავისი მიმზიდველობა და გეოსტრატეგიული მდგომარეობა უნდა გამოიყენოს მაქსიმალურად იმისთვის, რომ გახდეს დიდი, თუ პატარა მოთამაშისთვის მიმზიდველი ქვეყანა, რომელსაც საქართველოსთან თანაბარუფლებიანი ურთიერთობების დამყარება უნდა. ამით რა თქმა უნდა ჩვენი ფასი გაიზრდება ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის, რადგან საქართველოს შეუძლია ამ მხრივ ძალიან ბევრი რამ შემატოს ევროკავშირსაც. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ვიზიტი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ვიზიტიდან საქართველო ძალიან დიდ სარგებელს მიიღებს“ , – განაცხადა სამხარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g