LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინი ბრეგვაძე ამერიკაში მიემგზავრება – „აქ არაფრის გაკეთების საშუალება არ არის…“

374

მომღერალი ნინი ბრეგვაძე, რომელიც ქართველმა მაყურებელმა სხვადასხვა მუსიკალური კონკურსიდან გაიცნო, ხვალ საღამოს ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ნინიმ საქართველოში ალბომი გამოსცა, სახელწოდებით „Crazy“, თუმცა მის პრეზენტაციას აქ არ გეგმავს, რადგან მისი მოსაზრებით, ამას აზრი არ აქვს…

ნინი ბრეგვაძე:

ხვალ საღამოს მივდივარ ამერიკაში. დამოუკიდებლად, იქ არავინ დამხვდება. მინდა, ჩემს კარიერას მივხედო, თუმცა კონკრეტული გეგმა არ მაქვს. ის ნამდვილად ვიცი, რომ კონკურსებში მონაწილეობას არ მივიღებ. გამოვეცი ალბომი, რომელიც საქართველოში მალე გაიყიდება, თუმცა აქ არაფრის გაკეთების საშუალება არ არის, ამიტომაც გადავწყვიტე სხვა ქვეყანაში წასვლა…

ნიუ-იორკში მივდივარ და მინდა, ყველა სტუდიაში მივიდე ჩემი ალბომით. სიმღერები, რომლებიც ალბომში შევიდა, თავად დავწერე, ინგლისურენოვანი ტექსტებიც და მელოდიებიც, არანჟირება ეკუთვნის ბიტმეიკერს, Madman Lee.

საქართველოში ალბომის პრეზენტაციას არ გეგმავ?

არა, რადგან ზოგადად არ მიყვარს ასეთი ტიპის ღონისძიებები და ისედაც არ აქვს აზრი.

ზოგადად, საქართველოში რთულია ამ სფეროში მუშაობა, რადგან კონკურენცია არის ძალიან დაბალი, არ იწერება ახალი სიმღერები და ქართველი ხალხი არ უსმენს ქართველ შემსრულებლებს. ის კარიერა, რაც მე მინდა, საქართველოში არ გამოდის, ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. ჯერ არ ვიცი, უკან როდის დავბრუნდები, მაგრამ არა ორ კვირაში და ერთ თვეში…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g