LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტვ “პირველი” გუნდთან ერთად დატოვეს

530
სანაია-ჟიჟილაშვილი

წამყვანებმა ვახო სანაიამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტვ “პირველი” დატოვეს.

გადაწყვეტილების შესახებ მათ პირდაპირ ეთერში განაცხადეს.

“ჩვენი ხედვები არ ემთხვევა არხის მენეჯმენტის ხედვებს. ამ წასვლას არ ახლავს პერსონალური საკითხები, აქ საუბარია მხოლოდ საქმეზე და ფუნდამენტურ განსხვავებზებზე”,-თქვა ნინო ჟიჟილაშვილმა.

“ეს იყო პოლიტმეტრის ბოლო გადაცემა ტვ “პირველზე”,-ასე მიმართა მაყურებელს ვახო სანაიამ და თქვა, რომ მას ამდენი წელი არც ერთ ტელევიზიაში არ გაუტარებია.

მანვე აღნიშნა, რომ ამოწურულია არხთან თანამშრომლობის რესურსი.

სანაიასა და ჟიჟილაშვილთან ერთად არხს ტოვებენ “პოლიტმეტრის” პროდიუსერი გიორგი დარჩაშვილი, პროდიუსერი და ჟურნალისტი ხატია შამანაური, წამყვანი გიორგი კიკაბიძე, პროდიუსერი მიხო კოტეტიშვილი, წამყვანი და ჟურნალისტი სოფო მაისურაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g