LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ლომჯარია: „დიდი მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის“

160
nino-lmjrnwsss

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალური ქსელით აკეთებს განცხადებას კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირებასთან დაკავშირებით საქართველოში. ის საზოგადოებას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განსაკუთრებულ მადლობას ექიმებსა და ლუგარის ლაბორატორიას უხდის.

„დავმშვიდდეთ მეგობრებო, მოხდა ის რაც მოსალოდნელი იყო. პრევენციული ზომები მივიღოთ და თავს, ერთმანეთს და ქვეყანას გავუფრთხილდეთ! პანიკა სრულიად უადგილოა და მაღაზიების გამოცარიელება! კიდევ იქნება სხვა შემთხვევებიც და ყველა გამოჯანმრთელდება! ამას უჩვენებს სტატისტიკა და დინამიკა. პირბადეც უფრო მან უნდა ატაროს, ვისაც სიმპტომები აქვს, თორემ იმდენს მაინც ვერ ვიყიდით, რაც დღეების და კვირების განმავლობაში 1 ადამიანს შეიძლება დასჭირდეს. უფრო ეფექტურია ხელების ხშირი დაბანა.

ჩვენი მხარდაჭერა ექიმებს და სამედიცინო პერსონალს და კიდევ მადლობა ამერიკას ლუგარის ლაბორატორიისთვის“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები