LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძე: „საბედნიეროდ, უკვე კოვიდ უარყოფითი ვარ! მსუბუქად გადავიტანე!“

92
ninosurguladze345

ნინო სურგულაძემ კორონავირუსი მსუბუქად გადაიტანა და უკვე უარყოფითი პასუხი მოუვიდა. ამის შესახებ სოციალური ქსელის საშუალებით იმ ადამიანებს შეატყობინა, ვინც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით ინტერესდებოდა.

„ჩემო ძვირფასებო, დიდი მადლობა ყველა გამამხნევებელი სიტყვისთვის, სითბოსა და ყურადღებისთვის, რასაც ამ პერიოდში უხვად იჩენდით ჩემ მიმართ. მივიღე პასუხი და უკვე კოვიდ უარყოფითი ვარ! საბედნიეროდ, შედარებით იოლი ფორმით გადავიტანე.

ბავშვები ჯანმრთელად არიან!

კიდევ ერთხელ უსაზღვრო მადლობას გიხდით ყველა შეტყობინებისთვის, ყველა ზარისთვის და გთხოვთ ვიყოთ ყველა უფრო მეტად ყურადღებით და უფრო ფრთხილად.

მიყვარხართ!

თქვენი ნინო!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები