LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ზამბახიძე: „აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით, ახლა მოგიყვებით, როგორ შეიძლება, წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი!“

zambaidze

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე ნინო ზამბახიძე წერს, როგორ შეიძლება ერთ დღეს წარმატებული ადამიანი წარუმატებლად გადაიქცეს და საკუთარი მაგალითით მსჯელობს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

„აქამდე ჩემი წარმატების ისტორია იცოდით, ახლა მოგიყვებით, როგორ შეიძლება, წარმატებული ადამიანი ერთ დღეს გახდეს წარუმატებელი! 8 წელი ახალციხეში ვიცხოვრე იმ იდეით, რომ ხარისხიანი პროდუქტი მეწარმოებინა, გრანტებიც მოვიგე და საქართველოს რეალობისთვის დიდი ფერმერული მეურნეობის მეპატრონეც გავხდი, ბევრი გამოწვევა იყო , მახსოვს 2010 წელს მოგებულ ტენდერზე გაფორმებული ხელშეკრულება როგორ შემიწყვიტეს და ასობით ათასი ვალი როგორ დაგვედო კომპანიაში, მაგრამ რაც არ გკლავს, გაძლიერებს პრინციპით გავიტანეთ თავი, დაიწყო ახალი ერა სოფლის მეურნეობის აყვავების, ამ პერიოდში ფერმა დავხურეთ, ძროხები ბრუცელოზით დაავადდა, რატომ ამაზე პასუხი არ მაქვს, ბევრი მიზეზი დასახელდა და დაკვლამ მოგვიწია, აქაც ასობით ათასი ვალი დავიდეთ, ახლაც მოგებული ტენდერი წავაგეთ! ასე რომ, ბევრი რომ აღარ ვილაპარაკო , რასაც შევწირე თავი, რის გამოც გადავედი სოფელში საცხოვრებლად და დავტოვე შვილები დედის გარეშე ფაქტობრივად,  რასაც შეეწირა ჩემი ოჯახი. ამას ყველაფერს. ანუ ჩემს ფერმერულ მეურნეობას ვყიდი!

ჰო, კიდევ ეს კომპანია ჩემი რომ არ ყოფილიყო, ამ ამბებს ფერმერთა ასოციაცია ასე არ დატოვებდა, ახლა ინტერესთა კონფლიქტია.

  1. S. რაც შეეხება ფერმერთა ასოციაციას, კიდევ უფრო გავაძლიერებ, მერწმუნეთ!

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები