LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნობელის პრემიის ლაურიატმა დაამტკიცა, რომ შიმშილი სასარგებლოა

643

წელს ნობელის პრემიის ლაურიატი მედიცინისა და  ფიზიოლოგიის დარგში გახდა ესინორ ოსუმი. ტოკიოს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი უჯრედული ბიოლიგიის სპეციალისტია. მისი ახალი აღმოჩენა ძალიან საინტერესო დასკვნას ეფუძნება. ამ საპატიო პრემიაზე ის აუტოფაგიის დარგში მიღწეული წარმატებებისთვის წარადგინეს. უფრო გასაგები რომ გახდეს, ახალი აღმოჩენით დასტურდება, რომ შიმშილი ადამიანის ორგანიზმისთვის მართლაც სასარგებლოა. მეტიც, მან შესაძლოა ადრეული დაბერების პროცესიც კი შეაჩეროს.  

უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აუტოფაგია გულისხმობს სხეულის მიერ საკუთარი ცხიმებისა და ქსოვილების შთანთქმას ორგანიზმის ხანგრძლივი შიმშილობის დროსამ დასკვნამდე მეცნიერები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იან წლებში მივიდნენ, თუმცა პროცესის მუშაობის მექანიზმი ვერ ამოხსნეს.

90-იან წლებში ესინორ ოსუმმა ამ თემაზე აქტიუარდ დაიწყო მუშაობა და ექსპერიმენტების პროცესმა მას საბოლო დასკვნის გაკეთების საშუალება მისცა. უკვე დღეს შეიძლება ითქვას, რომ შიმშილის დროს ადამიანის ორგანიზმი იწმინდება მავნე ზემოქმედების ტოქსინებისგან და ხელს უშლის ადრეული დაბერების პროცესს.

 

unnamed-1

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები