LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარ მელაძე პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა

151
1570261619513094

სამაუწყებლო კომპანია „მთავარი არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა.

როგორც  მელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში დაბარებები მას ვერ შეაშინებს.

“ბევრი წელი ვიყავი რეპორტიორი, ვმდგარვარ ფრონტის ხაზზეც, სამიზნეც  ვყოფილვარ, ტყვიების წვიმაში პირდაპირი ეთერიც მიმყავდა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთ. არ ყოფილა ცხელი წერტილი სადაც არ მიმუშავია, იქ არ შემშინებია და რა თქმა უნდა, პროკურატურაში დაბარებების, ვიღაცეების ბულინგის, პოლიტიკოსების რომლებიც მთავარი არხის ჟურნალისტებს აბულინგებენ და პარლამენტში თუ სხვა ლოკაციებზე დასდევენ და ხან რას ეძახიან და ხან რას ეძახიან, ამ ყველაფრით ჩანს მათი სახე. ჩვენ ამ ყველაფრისთვის  რა თქმა უნდა, ვართ მზად, ამ ყველაფრის მიზანი არის, პირველი ყველა კრიტიკული ტელევიზია, რომელიც არსებობს ქვეყანაში, ყველას მფლობელის წინააღმდე დაიწყეს რაღაც ე. წ,

ნოდარ მელაძე პროკურატურაში დაიბარეს

მელაძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 11:00 საათზე უნდა გამოცხადდეს

სამართლებრივი პროცედურები, კანონთან და სამართალთან ამას საერთო არაფერი არ აქვს, რაც ხდება ტვ პირველის, ფორმულას და მთავარი არხის შემთხვევაში. ამ ქვეყანაში იქნება კრიტიკული მედია, იმიტომ რომ არსებობენ ჟურნალისტები, რომლებსაც გვაქვს გაცნობიერებული, იმისთვის, რომ ქვეყანა დიქტატურის ჭაობში არ გადაიჩეხოს, აუცილებელია კრიტიკული მედიის არსებობა, შესაბამისად ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და რაც უფრო მეტი ბრძოლა იქნება მათი მხრიდან ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს და გამოცდილებამ ეს ყველაფერი აჩვენა.”- განაცხადა ნოდარ მელაძემ.

პროკურატურის ინფორმაციით, ნოდარ მელაძე გამოკითხვაზე „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2″-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები