LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი“ – ნოდარ მელაძის განცხადებით, მისი ავტომობილი გაძარცვეს

333
ნოდარ მელაძე

„ტვ პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ გაძარცვეს და მისი მანქანიდან სამსახურის გარე ვინჩესტერი წაიღეს.

„დაშინება ძარცვის იმიტაციით, შუაგულ თბილისში სამი კამერის თვალთახედვის არეალში მდგარი მანქანა ასე დამხვდა.

წაიღეს სამსახურებრივი გარე ვინჩესტერი. რაც მანქანაში იდო საათები, სათვალეები პირადი ნივთები ხელუხლებელია“. – წერს ნოდარ მელაძე Facebook-ზე.

„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების დასაზუსტებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა – ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები