LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნორმალურ ცხოვრებას 2022 წლამდე შესაძლოა ვერ დავუბრუნდეთ” – ენტონი ფაუჩი

179
Anthony Fauci

ამერიკის შეერთებული შტატების ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩი თვლის დარწმუნებულია, რომ კოვიდ-19ის ვაქცინა მომდევნო თვეებში მზად იქნება.

ფაუჩი თვლის, რომ კოვიდ-19-სგან თავისუფალი, ნორმალური ცხოვრება 2022 წლამდე შესაძლოა ვერ დავიბრუნოთ.

”თუ ვაქცინაციის კამპანიას ჩავატარებთ და 2021 წლის მეორე ან მესამე კვარტალში ჩვენ მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს ავცრით, ვფიქრობ, 2021 წლის ბოლომდეც ან ალბათ, სულაც შემდეგი წლის დასაწყისამდე შესაძლოა, ვერ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას”,- აღნიშნა მან.

ამასთან, ფაუჩიმ განაცხადა, რომ პოლიტიკურმა დაყოფამ და ეკონომიკური დანაკარგების შიშმა გავლენა მოახდინა ქვეყნების ქმედებებზე.

ენტონი ფაუჩი ფიქრობს, რომ რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების შემთხვევაში მსოფლიო დღევანდელისგან განსხვავებულ მდგომარეობაში იქნებოდა.

ფაუჩის განცხადებით, მტკივნეულია იმის ყურება, როგორი განხეთქილება გამოიწვია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საკითხებმა.