ნუცა ბუზალაძემ ამერიკულ მუსიკალურ კომპანიასთან კონტრაქტი გააფორმა და თავის პირველ ამერიკულ ალბომზე დაიწყო მუშაობა. აღნიშნულის შესახებ მომღერალმა „იმედის კვირასთან” განაცხადა.
როგორც ცნობილია, ნუცა „ამერიკის ვარსკვლავის” ფინალში იმღერებს. ის პირველი უცხოელი მომღერალია, ვინც ხსენებული კონკურსის 12 საუკეთესო მონაწილეს შორის მოხვდა.
„ჩემი ალბომი რომ გამზადდეს და ყველამ მოისმინოს 6 თვე მაინც დაგვჭირდება. „ამერიკის ვარსკვლავში” მონაწილეობის შემდეგ აგენტებმა და პროდიუსერებმა ინტერესი გამოხატეს. ნაბიჯები სწორად უნდა გადადგა, ეს ძალიან რთულია, მარტივი ნამდვილად არ არის. როდესაც გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, არ იღლები. ეს სულ სხვა ემოციაა, იცი რომ რაც სიამოვნებას განიჭებს, სწორედ იმ საქმეში ხარ”, – ამბობს ნუცა ბუზალაძე.
„პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს ამერიკაში ცნობილ ადამიანად ყოფნა“ – ნუცა ბუზალაძის ემოციური პოსტი
ვიდეო: „ელოდებით ჩემს ახალ სიმღერებს?“ – ნუცა ბუზალაძეს სიმღერებს ერთ-ერთი ცნობილი არტისტი უწერს
ვიდეო: ნუცა ბუზალაძე საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა: „ფინალში ისევ ვბრუნდები…“
რა მისწერა ერთ-ერთმა გამომწერმა ნუცა ბუზალაძეს: „ძალიან მომეწონა ეს შეტყობინება…“
„ხარ თუ არა მარტო?“ – რას პასუხობს გამომწერის ამ კითხვას ნუცა ბუზალაძე