LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეჭვი ურთიერთობას ანგრევს.. არასდროს მოუცია საბაბი..“ – როგორი მეუღლეა ნუცა ქავთარაძე

208
მუმლაძე და დათო სააკაშვილი (1)

„არა, არასდროს“, – ასე უპასუხა ტელეწამყვანმა ნუცა ქავთარაძემ გადაცემის “სიცრუის დეტექტორი” წამყვანის შეკითხვას, შეჰპარვია თუ არა მეუღლის მიმართ გრძნობებში ეჭვი. სიცრუის დეტექტორმა ეს პასუხი სიმართლედ მიიჩნია, რის შემდეგაც ნუცამ ამ თემაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

„32 წლის ვარ და თუ გადავხედავ ჩემს ცხოვრებაში შექმნილ რაღაცებს, ყველაზე დიდი რამ რაც შევქმენი ამ ცხოვრებაში არის აჩიკოსთან ურთიერთობა, ეს სიყვარული და ოჯახი, რომელიც ჩვენ შევქმენით.

სულ ვამბობ ხოლმე, სიყვარული ერთადერთი და პირველი არ არის ხოლმე ურთიერთობაში, მანამდე ბევრი საფეხურია, რომელიც სწორად უნდა გაიაროს ორივე მხარემ..

ეჭვი ურთიერთობას ანგრევს.. არასდროს აჩიკოს არ მოუცია საბაბი რომ მეეჭვიანა..“, – აღნიშნა ნუცა ქავთარაძემ.

„მიყვარხარ გაცილებით მეტად ვიდრე 11 წლის წინ მიყვარდი“ – არჩილ სოლოღაშვილი და ნუცა ქავთარაძე ქორწინების იუბილეს აღნიშნავენ

„11 ულამაზესი და სიყვარულით სავსე წელი მაჩუქა ამ ბიჭმა..“ – ნუცა ქავთარაძე არჩილ სოლოღაშვილთან ერთად უსაყვარლეს ფოტოს გვიზიარებს არქივიდან

აღსანიშნავია, რომ აჩიკოსა და ნუცას ურთიერთობაზე ისაუბრა, მომღერალმა ქრისტინე იმედაძემ, რომელიც აჩიკოს ბავშვობის მეგობარია.

„ნუცა არის ჩემთვის იდეალური ცოლი, ზოგადადაც, და როგორც ჩემი ბავშვობის მეგობრის მეუღლე..

 

 

“ეჭვი ურთიერთობას ანგრევს”

მეუღლის მიმართ გრძნობებში ეჭვი შეგპარივიათ?

#ნუცაქავთარაძე

Posted by TV Imedi on Tuesday, 31 January 2023

 

 

ძალიან მიხარია, რომ აჩიკოს მეუღლე არის ნუცა. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემს აჩიკოს ასეთი ნუცა ჰყავს.. ეჭვიანი არ არის, ძალიან კომფორტული მეუღლეა..“

ვიდეო: რატომ მალავდა გოგი ქავთარაძის შვილიშვილობას ნუცა ქავთარაძე

ვიდეო: “მეუღლე თქვენს გრაფიკს გაგებით რომ არ ეკიდებოდეს, მიატოვებდით?” – რა უპასუხა ამ შეკითხვას ნუცა ქავთარაძემ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები