ტელეწამყვანი ნუცა ქავთარაძე გადაცემა “სიცრუის დეტექტორის” სტუმარია.
გადაცემის წამყვანის, გიორგი გასვიანის კითხვაზე: “მეუღლე თქვენს გრაფიკს გაგებით რომ არ ეკიდებოდეს, მიატოვებდით?” – ნუცამ უპასუხა, რომ დიახ, მიატოვებდა.
სიცრუის დეტექტორმა ეს პასუხი სიცრუედ მიიჩნია და ნუცა ქავთარაძემ თამაში შეწყვიტა.
“ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ რადიკალური რაღაცების თქმა არ მიყვარს. ალბათ იმიტომ აღმოჩნდა ჩემი პასუხი სიცრუე, რომ ამ ფაქტის წინაშე არ ვმდგარვარ. არჩილს ვიცნობ და 100%-ით დარწმუნებული ვარ, რომ არც დავდგები, რადგან ასეთ შემთხვევაში ის ჩემი მეუღლე ვერც იქნებოდა”, – საუბრობს ნუცა ქავთარაძე.
შეგახსენებთ, რომ ნუცა ქავთარაძე ტელეწამყვან არჩილ სოლოღაშვილის მეუღლეა.