LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნურასდროს გამოცდი მეგობარს და საყვარელ ადამიანს, რადგან ვერცერთი ვერ გაუძლებს გამოცდას და ისევ შენ დაგწყდება გული – ანტუან სენტ-ეგზიუპერის ცნობილი გამონათქვამები

6731
FORTUNA. GE

მართალია, ყველა იცნობს ანტუან სენტ-ეგზიუპერის „პატარა პრინცს“, რომელმაც არნახული პოპულარობა მოუტანა ავტორს, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ჯადოსნური საბავშვო ისტორიის გარდა სენტ-ეგზიუპერი მეტად სერიოზული რომანის „ადამიანების პლანეტის“ ავტორია, რომლითაც ამერიკის ნაციონალური წიგნის პრემია მოიპოვა.

fortuna.ge გთავაზობთ ცნობილ გამონათქვამებს:

  • გადარჩენისთვის განცდაა საჭირო, რომ განიცადო უნდა იცხოვრო და თუ ცხოვრება გინდა, მაშინ გადარჩენაც უნდა ისწავლო.
  • ბედისწერა ყოველთვის სასტიკ თამაშს გეთამაშება, შენ კი, ან მისი თამაშის წესები უნდა მიიღო, ან აიძულო ითამაშოს შენი წესებით.
  • სიყვარული – ბედნიერებაა, თუმცა უბედურებით გამოცდილი.
  • ხშირად ღიმილია ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ღიმილით გამოხატავ მადლიერების გრძნობას, ღიმილით აჯილდოებ და ღიმილით ჩუქნი სიცოცხლეს, მაგრამ არსებობს ღიმილი, რომლისთვისაც დაუფიქრებლად გასწირავ ცხოვრებას.
  • ინანო მიღებული ჭრილობები – იგივეა, რაც ინანო საკუთარი დაბადება.
  • შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც უბრძანებ, მაგრამ არაა საჭირო, მისთვის საკუთარი გრძნობის გამხელა.
  • ნაღველი – სურვილია, როცა რაღაც გინდა, მაგრამ არ იცი რა.
  • ქალს ყოველთვის შეუძლია დაუმსახურებელი წყენის პატიება, მაგრამ დამსახურებულ კრიტიკას არასდროს გაპატიებს.
  • თვალი ბრმაა, ძებნა გულითაა საჭირო.
  • ნამდვილი სიყვარული იქ იწყება, სადაც არაფერს ელი სანაცვლოდ.
  • შენ საკუთარ ქცევაში, საქციელში ცხოვრობ და არა სხეულში. შენ – საკუთარი ქცევა ხარ, საქციელი და არ არსებობს სხვა „შენ“.
  • ერთადერთი ფუფუნება – ადამიანური ურთიერთობაა.
  • მეგობრობა – პირველ რიგში, მხარეთა თანხმობა და სულიერი ურთიერთობაა მიუხედავად უმნიშვნელო წვრილმანებისა.
  • იყო ადამიანი – ნიშნავს იგრძნო საკუთარი პასუხისმგებლობა.
  • მეგობარი ისაა, ვინც არასდროს ცდილობს შენს განსჯას.
  • შიში მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა საკუთარი თავის რწმენას კარგავ.
  • ნურასდროს გამოცდი მეგობარს და საყვარელ ადამიანს, რადგან ვერცერთი ვერ გაუძლებს გამოცდას და ისევ შენ დაგწყდება გული.
  • საკუთარ თავთან კამათისას, კამათის ინიციატორი ყოველთვის შეწუხებული სინდისია.
  • ძალიან ადვილია იმ მეგობრების მოძიება, ვინც მზადაა დაგეხმაროს, ბევრად რთულია იმ მეგობრების პოვნა, ვინც შენგან ელის დახმარებას.
  • სიყვარული არა ერთმანეთის ყურება, არამედ ერთად და ყოველთვის ერთი მიმართულებით ყურებაა.
  • ყოველთვის შეიძლება მიბაძო ნიჭიერს, მაგრამ შეუძლებელია მიბაძო უნიჭოს და გენიოსს.
  • ყოველთვის გეშინოდეს სხვისი წყენინება, რადგან ადამიანები მხოლოდ შურისძიების შემდეგ ივიწყებენ წყენას.
  • როცა ადამიანები დიდხანს ცხოვრობენ ერთად, ერთმანეთს ემსგავსებიან და კარგავენ საკუთარ თავს.
  • ადამიანი მხოლოდ იმას სწირავს საკუთარ სიცოცხლეს, რისთვისაც სიცოცხლე ღირს.
  • ყოველთვის ისინი ჭორაობენ, ვისაც საკუთარი ცხოვრება არ აქვთ და ყოველთვის მათ ჭორავენ,  ვისაც ცხოვრება წესრიგში აქვს.
  • არაფერი არ აღაგზნებს ადამიანს ისე, როგორც ფული და არაფერი არ ამშვიდებს ისე, როგორც ტყვია შუბლში.
  • არაფერია იმაზე დამღლელი, ვიდრე ადამიანების სიყვარული გლობალურ მასშტაბით.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები