LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნუთუ შეიძლება ერთი ხელის მოსმით აკრძალოთ ყველაფერი, რაც ჩვენს რუს კლასიკოსებს შეუქმნიათ?“ – სერგეი ლაზარევი

236
sergei-lazarevi

რუსი მომღერალი სერგეი ლაზარევი ამბობს, რომ რუსული კულტურის გაუქმებამ მასზე ძალიან მძიმედ იმოქმედა: „გული მისკდება რუსული კულტურის გაუქმების გამო. აიკრძალა ყველა დროის კულტურული შედევრები, მუსიკა, კინო, ხელოვნება. ნუთუ შეიძლება ერთი ხელის მოსმით გადაწეროთ და აკრძალოთ ყველაფერი, რაც ჩვენს რუს წინაპრებს შეუქმნიათ?“ ამბობს მუსიკოსი.

არტისტის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია, როგორ შეიძლება აიკრძალოს პუშკინი, დოსტოევსკი, ჩეხოვი, რახმანინოვი ან ჩაიკოვსკი: „მე ბედნიერი კაცი ვარ, რადგან შემიძლია ჩემს შვილებს რუსი კლასიკოსების ზღაპრები წავუკითხო. იქ იმხელა სიბრძნე და სიყვარულია, ნუთუ ამაზე ამბობს უარს მსოფლიო?“ – აცხადებს ლაზარევი. მუსიკოსმა თავად განაცხადა უარი ყველა ტიპის პროპაგანდისტულ კონცერტში მონაწილეობაზე.

სერგეი ლაზარევს, რუსული არმიის მხარდასაჭერ კონცერტში მონაწილეობაზე უარის გამო, სიმღერა საერთოდ აუკრძალეს

რუსული არმიის კრიტიკის გამო სერგეი ლაზარევი პროპაგანდისტული კონცერტიდან მოხსნეს და ნიკოლაი ბასკოვით ჩაანაცვლეს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები