LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ოცნებას” ძალიან ბევრმა გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი: შალვა კერესელიძე ყოფილ თანაგუნდელებს პასუხობს

88
BeFunky-collage

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, გიორგი გახარიას გუნდში გადასული მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის მაჟორიტარი შალვა კერესელიძე „ქართული ოცნების” წევრების განცხადებებს ეხმაურება, რომელთა აზრითაც, წასულმა მაჟორიტარებმა სადეპუტატო მანდატი უნდა დატოვონ და შუალედურ არჩევნებში ხელახლა იყარონ კენჭი.

როგორც კერესელიძე აცხადებს, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ არჩევნებზე პარტიის წარმატებული შედეგი გიორგი გახარიას დამსახურებაა.

“რაკი მაჟორიტარ დეპუტატად მცხეთა-თიანეთის რეგიონში პარტია „ქართული ოცნების” მიერ ვიყავი წარდგენილი და გავიმარჯვე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს მთლიანად „ქართული ოცნების” დამსახურებაა – ნუ დაგვავიწყდება, რომ „ქართული ოცნების” ამომრჩეველთაგან ძალიან ბევრმა პარტიას გიორგი გახარიას ხათრით დაუჭირა მხარი” – ამბობს შალვა კერესელიძე.

დღეს გასულ დეპუტატებს საპარლამენტო თანამდებობების დატოვება მოუწევთ: "ოცნებას კიდევ ცხრა წევრი თუ დააკლდა, უმრავლესობა აღარ ექნება"

"თუ მათ უკავიათ კომიტეტის თავმჯდომარის, მოადგილის თანამდებობა შეიძლება, ამ თანამდებობიდან გადააყენონ".

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „საქართველოს ბევრი პრემიერ-მინისტრი ჰყოლია, მაგრამ ისეთი რეიტინგული, როგორიც გახარიაა, არავინ იყო”.

„რა თქმა უნდა, „ქართული ოცნების“ წვლილი არის, მაგრამ ასევე ძალიან დიდი წვლილია გიორგი გახარიასი იმ პროცენტში, რაც „ქართულმა ოცნებამ” არჩევნებში აიღო. გარდა ამისა, ორი წლის განმავლობაში მცხეთა-თიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ვიყავი. მქონდა ჩემი ავტორიტეტი, რესურსი და მოსახლეობის მხარდაჭერა”. – აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატებიდან 3 მაჟორიტარია და 3 პარტიული სიით არჩეული. გიორგი ხოჯევანიშვილი პარლამენტში გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატად არჩევამდე შიდა ქართლის გუბერნატორი იყო. სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია ამჟამად აბაშა-მარტვილი-წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატია, ხოლო მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი შალვა კერესელიძე მცხეთა-დუშეთი-თიანეთი-ყაზბეგის მაჟორიტარი დეპუტატი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g