LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნებები ხდება – ჩრდილოეთ პოლუსზე შუშის სასტუმრო იხსნება

2075
http---cdn.cnn.com-cnnnext-dam-assets-190910144505-north-pole-igloos-hotel---luxury-action

თუ ოდესმე გიოცნებიათ ღამის გათევაზე, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილოეთ პოლუსზე – შეგიძლიათ თქვენი ოცნება რეალობად აქციოთ, თუმცა ეს 100 ათასი დოლარი დაგიჯდებათ. ეს ის თანხაა, რაც ერთი ღამის ღირებულება იქნება იმ სასტუმროში, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსზე გაიხსნება. ამის შესახებ cnn.com იუწყება.

ფინური კომპანია Luxury Action ამბიციურ პროექტზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც არქტიკის მყინვარის გარშემო სასტუმრო მოეწყობა.  გეგმის მიხედვით, განთავსების ობიექტი 2020 წელს გაიხსნება და მას North Plo Igloos ერქმევა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო 10 შუშის ოთახისგან შედგება და ის წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე იფუნქციონირებს. არქტიკული ამინდის პირობებში შუშის ოთახებმა სველი წერტილებით, ტესტირება უკვე გაიარა.

„ჩრდილოეთ პოლუსი წლების განმავლობაში ყოველთვის იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სამოგზაურო მიმართულება, მაგრამ აქამდე იქ ლამაზი და კომფორტული საცხოვრებელი ადგილები არ იყო”, – განმარტავს ჯანნე ჰონკანენი, Luxury Action– ის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, ჩრდილოეთი პოლუსი არის წერტილი ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, რომელშიც დედამიწის ბრუნვის წარმოსახვითი ღერძი კვეთს დედამიწის ზედაპირს. დედამიწის ზედაპირის სხვა ნებისმიერი წერტილი ჩრდილოეთ პოლუსის მიმართ ყოველთვის სამხრეთის მიმართულებისაა. ჩრდილოეთ პოლუსი მდებარეობს ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში, სადაც წყლის სიღრმე 4 ათ. მეტრს აღემატება. ჩრდილოეთ პოლუსის რაიონში წყლის ზედაპირი მთელი წლის განმავლობაში დაფარულია სქელი მრავალწლიანი მოდრეიფე პაკის ყინულით. უახლოესი ხმელეთის მონაკვეთი, რომელიც ეკვრის ჩრდილოეთ პოლუსს არის ან კაფეკლუბენი ან კუნძული ATOW1996. ყველაზე ახლოს მდებარე დასახლებული პუნქტია ალერტი -კუნძულ ელსმირზე (ნუნავუტი, კანადა), რომელიც პოლუსიდან დაშორებულია 817 კილომეტრით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები