LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოცნებები ხდება – როგორ გახდა თვითმფრინავის დამლაგებელი პილოტი

320
sdfgh

სასწაულები რომ ხდება, მუჰამედ აბუბაქარი ამის ნათელი მაგალითია. მამაკაცის ისტორია ამტკიცებს, რომ ოცნებების ასახდენად მთავარი საკუთარი თავის რწმენაა.

ნიგერიელმა მამაკაცმა ავიაკომაპნია Air Aman-ში მუშაობა დაახლოებთ 24 წლის წინ დაიწყო. თუ როგორ გახდა ის დამლაგებელი, ესეც საკმაოდ საინტერესო ისტორიაა. სკოლის დამთავრების შემდეგ მას უმაღლესში ჩაბარება სურდა, თუმცა გამოცდებზე დააგვიანა, ამიტომ საუბედუროდ, (თუ საბედნიეროდ) უნივერსიტეტში ვეღარ მოხვდა.

სწორედ ამიტომ, მუჰამედს ბევრი არ უფიქრია და იმისათვის რომ ემუშავა დამლაგებლობასაც სიამოვნებით დათანხმდა. ამ პოზიციაზე ყოფნას ის დიდ ხანს არ გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ ეს ყველაფერი წლები გაგრძელდა და მუჰამედმა ავიაციის შესახებ ბევრი რამ ისწავლა.

მრავალწიანი სტაჟის შემდეგ მამაკაცს შანსი მიეცა რომ ბორტის წევრი გამხდარიყო, რამაც მისი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. მუჰამედს ხელფასიც გაეზარდა და მოგროვილი ფულით მან ოცნების ახდენა – თვითმფრინავის მართვის სწავლა დაიწყო. დიდმა მონდომებამ შედეგიც მალე გამოიღო და ყოფილი დამლაგებელი ხომალდის კაპიტანი გახდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები