LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოფიციალური ჩრდილოეთ კორეა არ ადასტურებს, რომ კიმ ჩენ ინი ავადაა: რატომ „გაქრა“ ბელადი

186
1413349618-verybig

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი 36 წლის კიმ ჩენ ინი გადატანილი ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, კიმ ჩენ ინს გულის ოპერაცია ჩაუტარდა.

ლიდერს კარდიოლოგიური სისტემის იმპლანტაცია დასჭირდა. მიზეზად თამბაქოს ხშირი მოხმარება და ჭარბი წონა სახელდება.

ამერიკული მედია აღნიშნავს, რომ კიმ ჩენ ინი არ დასწრებია 15 აპრილს მისი ბაბუის იუბილეს. ეს თარიღი კი რესპუბლიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია.

კიმს აქამდე ეს ღონისძიება არასდროს გამოუტოვებია და ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ იქ უმიზეზოდ არ გამოცხადებულიყო. ბოლოს სახელმწიფო ტელევიზიით ის 12 აპრილს გამოჩნდა. გარდა ამისა, სახელმწიფო მედიას არ უხსენებია, რომ წინა კვირას კიმ ჩენ ინი რაკეტის მორიგ გაშვებას დაესწრო.

ამის შემდეგ ამერიკულ გამოცემებში გაჩნდა სათაურები იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თუმცა ოფიციალური ჩრდილოეთ კორეა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა კიმ ჩენ ინი რამდენიმე დღით “გაქრა”. 2014 წელს კიმი 40 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, რამაც არაერთი სპეკულაცია გააჩინა იმის შესახებ, რომ ის სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმა ჩამოაგდეს. თუმცა შემდგომში ის კამერების წინ ჯოხით გამოჩნდა და სახელმწიფო მედიაშიც გაჟღერდა, რომ კიმი თავს შეუძლოდ გრძნობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g