სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი მსვლელობით სამების საკათედრო ტაძარში მივიდნენ. “ოჯახის სიწმინდის დღის” მსვლელობაში მონაწილეობდა ბიზნესმენი ლევან ვასაძეც.

მსვლელობის მონაწილეებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი დახვდება და პარაკლისს გადაიხდის, რის შემდეგაც კონცერტი გაიმართება.

რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ პროცესიას წინ აწყურის ღვთისმშობლის ხატი მიუძღვოდა, რომელიც სასულიერო პირებმა და მრევლმა ერთი კვირის განმავლობაში იმ გზაზე გამოატარეს, რომელიც გადმოცემის მიხედვით საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოსულმა ანდრია პირველწოდებულმა გაიარა.

 

ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღე კათოლიკოს-პატრიარქის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05