LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში ხანძარია – გაგრაში 30 ჰექტარი ტყე იწვის

185
sasas.png

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს გაგრის რაიონის დაცვის სახანძრო-სამაშველო რაზმის უფროსი დავით ბგანბა აცხადებს, რომ გაგრაში 30 ჰექტარი ტყე იწვის.

როგორც ირკვევა, ხანძარი დილით, მამზიშხას მთაზე, თავდაპირველად 10 ჰექტარზე გაჩნდა.

“ხანძარი თავდაპირველად 10 ჰექტარზე იყო, შემდეგ მასშტაბი 30 ჰექტრამდე გაიზარდა. ვაკვირდებით სიტუაციას და მზად ვართ რეაგირებისთვის”, – აცხადებს დავით ბგანბა.

საგულისხმოა, რომ ხანძარს დასახლებულ პუნქტებამდე ჯერჯერობით არ მიუღწევია და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები