LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები 7-მდე გაიზარდა

66
1583102795752

ოკუპირებულ აფხაზეთში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები 7-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გამოკვლეული იყო 17 საეჭვო პაციენტი. ლაბორატორიულად გადამოწმებულ ანალიზებში, ვირუსი 17-დან მხოლოდ ერთს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ მებრძოლ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაავადებული პაციენტი გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, რომლებიც ასევე გუდაუთის საავადმყოფოში იმყოფებიან, ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 6 პაციენტიდან ორს ცალმხრივი პნევმონია აღენიშნება, თუმცა სუნთქვის უკმარისობის გარეშე. სხვა ინფიცირებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებლად ფასდება. ყველა დაავადებული მკურნალობას თერაპიულ განყოფილებაში განაგრძობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები