LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

103
BeFunky-collage (23) (1)

გასული წლის ნოემბრის თვეში, საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებულ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მკვიდრს, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სასამართლომ დღეს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი” ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე გენადი ბესტაევს, საოკუპაციო ძალებმა გაუვრცელეს ინფორმაცია, რომ 51 წლის პირის დაკავებულის ჩხრეკისას 9 გრამი მარიხუანა აღმოუჩინეს.

ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი “საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის” მესამედ დააკავეს

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ მიიჩნევს, რომ ბესტაევის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას არ გამოუჩენია საკმარისი ძალისხმევა, დახმარებოდა თავის მოქალაქეს. საკითხზე პასუხისმგებელი უწყებები და თანამდებობის პირები ამ საქმის უგულებელყოფით საოკუპაციო ძალების პირისპირ მარტო ტოვებენ, არარსებული საზღვრის კვეთის ბრალდებით, დაკავებულ ადამიანს. ისინი ხელისუფლებას მოუწოდებენ, გამოიჩინოს სათანადო ძალისხმევა თავისი მოქალაქის გასათავისუფლებლად.

“ქვეყანაში არც ერთ მოქალაქეს არ უნდა დარჩეს განცდა, რომ მისი თავისუფლება სახელმწიფოსთვის ღირებულებას არ წარმოადგენს”, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფლიდან ე.წ. მესაზღვრეებმა ბესტაევი ადრეც დააკავეს და მაშინაც მას ბრალად ე.ს. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ.

“სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება” – სუს-ის განცხადება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები