LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

541
Capture

ლილოში, 21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხაძე სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას აღნიშნა, მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობა ბრალდებულის დანაშაულს ასაბუთებს.

მისი თქმით, მოკლულს 59 ჭრილობა აქვს მიყენებული და ყოველი მათგანი სიცოცხლისდროინდელია. პროკურორის თქმით, მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ბრალდებულს მოკლული ქეთევან ჯავახიშვილი საკუთრებად მიაჩნდა.

მისივე განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან როგორც მიმალვის, ისე შემდგომი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არსებობს.

“გამოძიება გრძელდება და ჯერ კიდევ არ ვიცით ბრალდებულის წინააღმდეგ რა მტკიცებულებებს აღმოვაჩენთ…

ბრალდების ფსიქიატრიულ მდგომარეობას ჩვენ აუცილებლად შევისწავლით, რათა კიდევ მეტ დეტალს მოეფინოს ნათელი”, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძე.

„მკვლელობის გამართლებაც კი მკვლელობის ტოლფასია“ – გოგა ჩანადირი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები