ოკუპირებულ ცხინვალში, ოკუპანტების მიერ უკანონოდ დატყვევებული ზაზა გახელაძის ე.წ სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.
სასამართლო 12 საათზეა ჩანიშნული.
სავარაუდოდ, მოსამართლე დღევანდელ პროცესზე განაჩენს გამოიტანს.
33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს.
მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ „მესაზღვრეებისთვის“ ცეცხლის გახსნას ედავებიან.
დეკემბერში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს პატიმრობა 2 თვით გაუხანგრძლივა.