ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებამ საოკუპაციო ხაზზე საბჭოთა კავშირის დროშაც აღმართა. ფოტო-მასალას დე-ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სააგენტო  ავრცელებს.

სააგენტო ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებას ავრცელებს, სადაც საოკუპაციო რეჟიმი ამ გადაწყვეტილებას მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივისცემით ხსნის და  1992 წლიდან 2008 წლამდე პერიოდს რუსეთის მსგავსად სამამულოს უწოდებს.

გარდა ამისა, გაკრიტიკებულია საერთაშორისო საზოგადოება იმის გამო, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომლებსაც მარიონეტული ხელისუფლება მართავს, დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არ აღიარებენ.

 

 

დედიკა კალატოზი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05