უკრაინის პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ერთი წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ომის ერთი დღეც კი უკვე სასიკვდილოა, იმიტომ, რომ რუსეთის თავდასხმის პირველ დღეს ჩვენი ხალხი დაიღუპა.
ომის ერთი კვირაც კი გამოუსწორებლად ბევრია, იმიტომ რომ უკვე პირველ კვირას დამპყრობლის რაკეტებმა და ტყვიებმა უკრაინელი ბავშვები იმსხვერპლეს.
ომის ერთი თვე უკვე უსაზღვროდ მტკივნეულია, რადგან ამ ხნის განმავლობაში აგრესორმა აწამა ხალხი ბუჩასა და მარიუპოლში.
ახლა კი ომის მთელი წელიწადი.. წელი, რომელიც მოიპარეს ჩვენი ცხოვრებიდან. ეს ნამდვილად არ არის თარიღი, რომელსაც ისურვებდით, რომ თქვენს კალენდარში ყოფილიყო.
ზელენსკი: ეს იყო ტკივილის, დარდის, რწმენისა და ერთიანობის წელი და ეს ჩვენი უძლეველობის წელია, ვიცით, რომ ეს იქნება ჩვენი გამარჯვების წელი!
"24 თებერვალს მილიონობით ჩვენგანმა გააკეთა არჩევანი."
ასე რომ, ჩვენ დღეს რაღაც სხვას ვიხსენებთ.
ეს არის არა ომის წელი, არამედ წინააღმდეგობის წელი.
გამძლეობის წელი.
დაცვის, ხსნისა და ურთიერთდახმარების წელი.
კაცობრიობის წელი.
უკრაინის წელი, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ისტორია და აგრძელებს მთელი მსოფლიოს შეცვლას.
ჩვენი ურღვევობის წელიწადი.“. – წერს ოლენა ზელენსკა სოციალურ ქსელში.