LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ომიკრონით” ინფიცირება ყველაზე ხშირად სწორედ ასე იწყება”- ექიმები მთავარ სიმპტომს ასახელებენ

108038
106986384-1638977564435-gettyimages-1237021395-20090101211205-99-263966

კორონავირუსის ახალი შტამების წარმოქმნის და გავრცელების პარალელურად, დაავადების სიმპტომებიც იცვლება.

სიმპტომების ცვალებად ბუნებაზე ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ.

“თავს გაუფრთხილდით, “ომიკრონით” ინფიცირების სიმპტომები ასეთია” – რას ურჩევს გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას

ახლა ჯანდაცვის სპეციალისტები სწრაფად გავრცელებად შტამს “ომიკრონს” აკვირდებიან და მის შესწავლას ცდილობენ.

ინფიცირების საწყის ეტაპზე კი, მედიკოსები ერთ მთავარ სიმპტომზე საუბრობენ – ეს არის ყელის ძლიერი ტკივილი, რომელიც სწორედ “ომიკრონს” ახასიათებს.

როგორც Businessinsider წერს,  ექიმები ამბობენ, რომ “ომიკრონის” ინფექციები ყველაზე ხშირად სწორედ ასე იწყება.

მას შემდეგ, რაც “ომიკრონის” მასშტაბური გავრცელება დაიწყო, იელის სამედიცინო სკოლის პროფესორი, ხორხე მორენო კოლეგებთან ერთად, დეკემბრის ბოლოს დღეში ხუთ კოვიდპაციენტს აკვირდებოდა.

მორენოს განცხადებით, კლინიკაში ახალი შტამით ინფიცირებულთა რიცხვი 100-მდე გაიზარდა, პაციენტთა უმრავლესობა კი ამბობდა, რომ დაავადების საწყის ეტაპზე ერთ სიმპტომს ასახელებდა – ეს იყო ყელის სიმშრალე, რომელიც იწვევდა ძლიერ ტკივილს ნერწყვის ყლაპვის დროს.

“ეს ძალიან თვალსაჩინო სიმპტომია, ეს არ ჰგავს ყელში პატარა, უსიამოვნო შეგრძნებას. როდესაც პაციენტები ამ სიმპტომზე საუბრობენ, ისინი ამბობენ, რომ მათ ყელი გაუხეშებული აქვთ და ძლიერ სტკივათ”, – განუცხადა მორენომ Businessinsider-ს.

დოქტორი მორენო ამბობს, რომ მის კლინიკაში პაციენტების უმრავლესობა ვაქცინირებულია და სწორედ ამის გამო მათი სიმპტომები უფრო მსუბუქი და შედარებით ხანმოკლეა:

“მათთვის, ვინც აცრილია, ეს თითქმის ჩვეულებრივ გაციებას ჰგავს, რამდენიმე დღის შემდეგ, ისინი მზად არიან დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ვარჯიშს და საზოგადოებრივ აქტივობას”, – ამბობს ექიმი.

ყელის ტკივილზე, როგორც სხვა შტამებისგან განმასხვავებელ ნიშანზე საუბრობენ ნორვეგიელი, ბრიტანელი და აფრიკელი ექიმებიც.

როგორც გასული თვის ბოლოს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სპეციალისტებმა განაცხადეს, “ომიკრონით” ინფიცირებულები ამბობდნენ, რომ მათ ვირუსი ყელის ტკივილით ეწყებოდათ, რასაც მშრალი ხველა და სახსრების ძლიერი ტკივილი მოჰყვებოდა.

დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი აპლიკაციის მონაცემების გაანალიზებით, რომელიც სმარტფონის საშუალებით აღრიცხავს, თუ როგორ გრძნობს თავს ასობით ათასი ადამიანი ყოველდღიურად, აღმოჩნდა, რომ ყელის ტკივილი “ომიკრონის” ჩვეულებრივი, ადრეული სიმპტომია.

როგორც კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა ტიმ სპექტორმა 22 დეკემბერს განაცხადა, “ომიკრონით” დაავადებულთა, დაახლოებით, 57% ყელის ძლიერ ტკივილს უჩიოდა.

მონაცემები გააანალიზეს ნორვეგიაშიც – მას შემდეგ, რაც საშობაო წვეულებაზე 120 ადამიანი დაინფიცირდა, მათი უმრავლესობა კი სწორედ “ომიკრონით” იყო დაავადებული, ინფიცირებულების მდგომარეობა შეისწავლეს და აღმოჩნდა, რომ ინფიცირებულთა 72%-ს ყელი სტკიოდა, რომელიც, საშუალოდ, სამი დღეს გაგრძელდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g