LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონმა“ საქართველოს ზამთრის კურორტებს დამსვენებელი შეუმცირა

120
gudauri-04

„ომიკრონის“ გავრცელებამ საქართველოს ზამთრის კურორტებს დამსვენებელი შეუმცირა. საკითხზე Gudauri Loft-ის აღმასრულებელი დირექტორი დავით დოლიძე საუბრობს. ის „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ამ დროისთვის, სასტუმროს მხოლოდ 50%-ია დატვირთული.

„მას შემდეგ რაც ომიკრონის გავრცელება გაიზარდა, გუდაურში ტურისტი საკმაოდ შემცირდა. არ ვართ კმაყოფილები,“ – აცხადებს დოლიძე და იქვე დასძენს, რომ სასტუმროს ამჟამინდელი მუშაობა საკმარისი არ არის იმისთვის, რომ სეზონი ნორმალურად შეფასდეს.

„ომიკრონისგან“ გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობენ თბილისშიც. სასტუმრო Tbilisi Marriott-ში ამბობენ, რომ ომიკრონის შტამის გავრცელებამ მათ ჯავშნები შეუმცირა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები