LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს: უკრაინის გენშტაბი

72
Z სიმბოლო რუსული სამხედრო ტექნიკაზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს. მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ომს 810 რუსი სამხედრო ემსხვერპლა.

უკრაინელებმა გაანადგურეს რუსული სამხედრო ტექნიკაც, რომელიც მოიცავს: 2 838 ტანკს, 5 730 ჯავშანტექნიკას, 1 829 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 278 საბრძოლო თვითმფრინავს და 261 ვერტმფრენს, 4 279 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 506 უპილოტო საფრენ აპარატს, 160 ერთეულ სპეცტექნიკას, 399 ფრთოსან რაკეტას.