LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოპერატიული სამსახური მუშაობს, რომ ესებუა რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ – გომელაური

131
ბადრი და ვატანგი

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ ბადრი ესებუას “რაც შეიძლება სწრაფად დასაკავებლად” ოპერატიული სამსახური მუშაობს.

“ოპერატიული სამსახური მუშაობს მაქსიმალურად, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავაკავოთ”, – თქვა მან პარლამენტში ალეკო ელისაშვილის კითხვის საპასუხოდ.

გომელაურმა ისაუბრა, რომ ზოგადად ეს სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. გომელაურის თქმით ამაყია, რომ ოპერაციის შედეგად არავინ დაშავებულა.

შეგახსენებთ, ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 2020 წლის 21 ოქტომბერს აიყვანა.

თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები