LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვითხოვთ გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას”- ლევან ბეჟაშვილი

128
ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, როდესაც სახელმწიფო „სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს“ მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა შს მინისტრს უნდა დაეკისროს.

„როდესაც სახელმწიფო ასე სასტიკად უსწორდება მშვიდობიან დემონსტრანტებს და მომიტინგეებს, როდესაც პოლიტიკოსებზე ასე სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას ახორციელებენ და როდესაც კრიმინალური ზონდერ ჯგუფები დათარეშობენ და ახალგაზრდებზე ანგარიშსწორებას ახორციელებენ, ამაზე მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს შს მინისტრს გომელაურს, რადგან წარმოუდგენელია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების საფუძველზე არ ხდებოდეს.

ეს ადამიანები მოქმედებენ სწორედ პოლიტიკური დავალებით და შესაბამისად, ბრძანებას გასცემს მინისტრი გომელაური და რაც მთავარია, ეს დავალებები მოდის ივანიშვილისგან, ამიტომ ვითხოვთ მინისტრი გომელაურის პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს და მოვუწოდებ, რომ ნუ ამძიმებს მის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იმ უმოქმედობით, როდესაც არცერთი თანამდებობის პირი არ არის დაკავებული, არ გადამდგარა და პასუხისმგებლობაში არ მიუციათ და არცერთი საგამოძიებო მოქმედება არ დაწყებულა“ – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

პრეზიდენტი: პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ხდება დღეს ან მოხდება ხვალ, ზეგ, ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას – კანონპროექტის მეორედ ინიცირება იყო პროვოკაცია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები